მაკდევიდი მეცხრე ჰოკეისტია ისტორიაში, ვინც 300 ქულა 22 წლამდე დააგროვა
„ედმონტონის“ კაპიტანმა კონორ მაკდევიდმა „ვინიპეგთან“ მატჩში ორი ქულა (0+2) დააგროვა. ამით მან 300-ქულიანი ზღვარი გადალახა NHL-ში. მის ანგარიშზეა 301 ქულა (104+197) 240 მატჩში.
ბოლო 20 წლის განმავლობაში, 250-ზე ნაკლები მატჩი 300 ქულის დასაგროვებლად კიდევ ოთხ მოთამაშეს დასჭირდა: სიდნი კროსბის (219), ალექსანდრ ოვეჩკინს (237), პოლ კარიასა (238) და ევგენი მალკინს (240).
მაკევიდმა მე-300 ქულა 21 წლისა და 334 დღის ასაკში მოიპოვა.
ის მეცხრე მოთამაშეა ისტორიაში, რომელმაც 300 ქულა 22 წლის ასაკამდე დააგროვა.
მანამდე ეს გააკეთეს: უენი გრეტცკი (20 წლის, 68 დღის), სიდნი კროსბის (21 წლის, 72 დღის), მარიო ლემიემ (21 წლის, 110 დღის), ჯიმი კარსონმა (21 წლის, 159 დღის), პიერ ტარჯონმა (21 წლის, 194 წლის), დეილ ჰავერჩუკს (21 წლის, 198 დღის), სტივ აიზერმანს (21 წლის, 305 დღის) და რონ ფრენსისს (21 წლის, 335 დღის).