მაიკლ ჯორდანი ყველა დროის ყველაზე მდიდარი სპორტსმენია #1TVSPORT
მაიკლ ჯორდანი ყველა დროის ყველაზე მდიდარი სპორტსმენია #1TVSPORT

სპორტულმა ჟურნალმა Sportico-მ გამოაქვეყნა ისტორიაში 50 ყველაზე მდიდარი სპორტსმენის რეიტინგი.

კლასიფიკაციას დიდი უპირატესობით ლიდერობს NBA-ის ლეგენდა მაიკლ ჯორდანი. Sportico-მ დაითვალა შემოსავალი სათამაშო კარიერის დროს და მისი დასრულების შემდეგ და მიღებული თანხის კორექტირება მოახდინა ინფლაციის გათვალისწინებით.

საერთო შემოსავალი მოიცავს ხელფასს, ბონუსებს, საპრიზო თანხებს, გარიგებებს წიგნების გამომცემლებთან, გამოსვლებსა და ჰონორარებს. ასევე შესულია ფულადი თანხები, რომლებიც მიღებულია სასპონსორო კომპანიებში წილობრივი მონაწილეობიდან. ყველა შემოსავალი მითითებულია გადასახადების გამოკლებამდე და ჰონორარების გადახდამდე აგენტებისთვის და ადვოკატებისთვის.

რეიტინგის TOP 15 ასე გამოიყურება:

  1. მაიკლ ჯორდანი (კალათბურთი) – 3,3 მლრდ დოლარი
  2. ტაიგერ ვუდსი (გოლფი) – 2,5 მლრდ
  3. არნოლდ პალმერი (გოლფი) – 1,7 მლრდ
  4. ჯეკ ნიკლაუსი (გოლფი) – 1,63 მლრდ
  5. კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი) – 1,58 მლრდ
  6. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) – 1,53 მლრდ
  7. ლიონელ მესი (ფეხბურთი) – 1,48 მლრდ
  8. ფლოიდ მეივეზერი (კრივი) – 1,41 მლრდ
  9. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) – 1,38 მლრდ
  10. ფილ მიკელსონი (გოლფი) – 1,36 მლრდ
  11. მიხაელ შუმახერი (ფორმულა 1) – 1.31 მლრდ
  12. დევიდ ბექჰემი (ფეხბურთი) – 1.28 მლრდ
  13. კობი ბრაიანტი (კალათბურთი) – 1.05 მლრდ
  14. შაკილ ო’ნილი (კალათბურთი) – 1.05 მლრდ
  15. გრეგ ნორმანი (გოლფი) – 1 მლრდ