მაიკლ ჯორდანი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის 1477-ე ადგილზეა
მაიკლ ჯორდანი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის 1477-ე ადგილზეა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი ვარსკვლავი, ამჟამად „შარლოტ ჰორნეტსის“ მფლობელი მაიკლ ჯორდანი 1477-ე ადგილზეა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში ჟურნალ Forbes-ის ვერსიით.

ჯორდანის კაპიტალი 1.65 მილიარდ დოლარს შეადგენს. ბოლო ერთ წელიწადში მან 350 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რითაც რეიტინგში 90 პოზიციის მოგება შეძლო.

ქონების ასეთ ზრდას ჯორდანი უნდა უმადლოდეს საკუთარი გუნდის ღირებულების მატებას, აგრეთვე, შემოსავლებს სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ბრენდისგან, რომელსაც მისი სახელი ჰქვია.

ამასთან, ჯორდანი ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე მდიდარ ადამიანთა რეიტინგში 455-ე ადგილზეა.