მაიკ ტაისონისა და ჯეიკ პოლის ბრძოლა გადაიდო #1TVSPORT
მაიკ ტაისონისა და ჯეიკ პოლის ბრძოლა გადაიდო #1TVSPORT

საკრივო ორთაბრძოლა სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს, მაიკ ტაისონსა და ბლოგერ ჯეიკ პოლს შორის გადატანილია. ამის შესახებ შეხვედრის ორგანიზატორებმა განაცხადეს.

რამდენიმე დღის წინ მაიკ ტაისონი შეუძლოდ გახდა მაიამიდან ლოს ანჯელესში გადაფრენის დროს, რისი მიზეზიც კუჭის წყლულის გართულება იყო.

მიუხედავად იმისა, რომ 57 წლის ტაისონი თავს კარგად გრძნობს, ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ მას ურჩევენ მინიმალურ ფიზიკურ დატვირთვებს რამდენიმე კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც შეეძლება, სრულფასოვან ვარჯიშებს მიუბრუნდეს.

„მაიკი და ჯეიკი იმ აზრამდე მივიდნენ, რომ ორივეს სჭირდება თანაბარი პირობები, რათა ბრძოლას კარგ ფორმაში შეხვდნენ. მოკრივეების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“, – წერია განცხადებაში.

ელოდებიან, რომ ტაისონი სრულფასოვან სავარჯიშო გრაფიკს უახლოეს რამდენიმე კვირაში დაუბრუნდება.

ბრძოლის ახალ თარიღს 7 ივნისს გამოაცხადებენ.