მაიკ პომპეო - დონალდ ტრამპს სრული უფლებამოსილება აქვს მიიტანოს იერიში სირიაზე, თუნდაც დღესვე
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მაიკ პომპეომ სენატში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე მისი კანდიდატურის განხილვისას განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს სრული უფლებამოსილება აქვს მიიტანოს იერიში სირიაზე, თუნდაც დღესვე.
პომპეოს თქმით, ტრამპს ამის ძალა შესწევს და მას არ სჭირდება სამხედრო ძალების გამოყენების ახალი ნებართვა.
პომპეომ, რომელიც აშშ-ის მთავარი დიპლომატის პოსტზე პრეზიდენტმა წარადგინა, რუსეთთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის პოზიცია დაიცვა. მისი თქმით, სირიაში უკვე მრავალი რუსი სამხედრო შეეწირა საომარ მოქმედებებს.
პომპეო გულისხმობდა თებერვალში სირიაში მომხდარ ინციდენტს, როცა აშშ-ის იერიშს დეირ ალ-ზორის პროვინციაში რამდენიმე ათეული რუსი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.