მაია ცქიტიშვილი-სოფლის მხარდაჭერის პროგრამამ დაგვანახა, რომ სოფელმა უკეთ იცის, რა უნდა
მოსახლეობა ჩართული უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღებაში არა მხოლოდ მუნიციპალიტეტში, არამედ სოფელში და თემში. წელს აღდგენილმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამამ დაგვანახა, რომ სოფელმა უკეთ იცის რა უნდა, -ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პროგრამის ფარგლებში ორ თვეში უკვე 2100-ზე მეტი კრება ჩატარდა, სადაც მოსახლეობამ კონკრეტული მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები აირჩია.
„ასეთმა აქტიურობამ გამოიწვია ის, რომ გავაორმაგეთ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, რაც ნიშნავს იმას, რომ სოფელი უკვე წელს შეძლებს მეტის გაკეთებას საკუთარი დასახლებისთვის“,-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.