ჭიათურის 60 სოფელში მოსახლეობა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პროექტებს თავად აირჩევს
ჭიათურის 60 სოფელში მოსახლეობა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პროექტებს თავად აირჩევს

ჭიათურის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო. პროგრამის ფარგლებში საერთო კრება და კონსულტაცია დღეს 12 სოფელში ჩატარდა. ჭიათურის მერი გივი მოდებაძე სოფელ სვერის, ცხრუკვეთის, თვალუეთისა და გეზრულის მოსახლეობას შეხვდა. მერმა ადგილობრივებთან სოფლისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრა.

სოფელ სვერში, თვალუეთსა და ცხრუკვეთში მოსახლეობამ არსებული სარიტუალო დარბაზების დასრულებას დაუჭირა მხარი. რაც შეეხება გეზრულის მცხოვრებლებს, მათ გამოყოფილი თანხა საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისკენ მიმართეს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტისთვის 812 000 ლარია გამოყოფილი. სოფლის საერთო კრება ჭიათურის მუნიციპალიტეტის 60-ივე სოფელში ჩატარდება.

დატოვე კომენტარი