მაია ცქიტიშვილი - ჩვენი ქვეყნის ძირითად ამოცანაზე, განვითარებაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული
მაია ცქიტიშვილი - ჩვენი ქვეყნის ძირითად ამოცანაზე, განვითარებაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული

ჩვენი ქვეყნის ძირითად ამოცანაზე, განვითარებაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის წერილის შეფასებისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო მთელი 30 წლიანი პერიოდის გააზრება, ეტაპის, რომელიც გაიარა ჩვენმა ქვეყანამ, იმ იმედების, რომელსაც ვამყარებდით სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკურ ძალაზე. ამასთან, გააზრება ასევე იმ ერთიანობის აუცილებლობისა, რომელიც თან ახლდა ყველა იმ მნიშვნელოვან ეტაპს ჩვენი ისტორიის განვითარებისთვის. სწორედ ამით შეგვეძლო ისტორიის ახალ ეტაპზე გადავსულიყავით. ისტორიამ გვაჩვენა, რომ სწორედ ასეთი გაერთიანებითაა შესაძლებელ განვითარება.

ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც აუცილებელია, რათა შევძლოთ განცალკევება ყველა იმ პოლიტიკური პროცესისა, რომელიც სხვადახვა მხარეს შეიძლება აწყობდეს დროის ამა თუ იმ მონაკვეთში ძირითადი ამოცანისგან. ძირითადი ამოცანა კი არის ჩვენი ქვეყნის განვითარება. ამიტომ, ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.