მადრიდი-ტორონტოს რეისი, რომლის ბორტზეც დაახლოებით 130 ადამიანი იმყოფებოდა, მადრიდის აეროპორტში ავარიულად დაეშვა [ვიდეო]

23:12, 03.02.2020

მადრიდი-ტორონტოს რეისი, რომლის ბორტზეც დაახლოებით 130 ადამიანი იმყოფებოდა, მადრიდის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

თვითმფრინავს პრობლემა აფრენიდან მალევე შეექმნა. არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავს შასი და ძრავა დაუზიანდა.

თვითმფრინავში არსებული საწვავის მინიმუმამდე დასაყვანად და დაშვებისას აფეთქების თავიდან ასარიდებლად ხომალდი სამი საათის განმავლობაში მადრიდის თავზე დაფრინავდა.

ბორტზე მყოფმა მგზავრებმა ფოტო და ვიდეომასალა სოციალური ქსელებით გაავრცელეს. 

მსგავსი