მინსკის 2019 წლის ევროპული თამაშების მეორე საასპარეზო დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის წარმატებული გამოდგა. მათ საქართველოს ჯამში ოთხი მედალი (ერთი ოქრო, სამი ბრინჯაო) მოუტანეს.
წარმატებული დღის შემდეგ, პირველი კომენტარი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა, ოქროს მედალოსანმა ლუხუმ ჩხვიმიანმა და ბრინჯაოს მედალოსანმა ვაჟა მარგველაშვილმა საქართველოს პირველ არხთან გააკეთეს.