ლუკას პოდოლსკი ჰაკუჰოს შეებრძოლა
ლუკას პოდოლსკი ჰაკუჰოს შეებრძოლა

გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონმა ლუკას პოდოლსკიმ ორთაბრძოლა გამართა ლეგენდარულ სუმოისტ ჰაკუჰოსთან.
ბრძოლის ფოტოები 33 წლის გერმანელმა საკუთარ ტვიტერზე გამოიტანა მინაწერებით: „ვინ მოიგებს?“ და „არ დანებდე“.

158-კილოგრამიანმა მონღოლმა 2007 წელს მიიღო სუმოში უმაღლესი იოკოძუნას ტიტული და ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მებრძოლად რჩება.

პოდოლსკი იაპონიის ჯეი ლიგაში გამოდის და ვისელ კობეს ღირსებას იცავს. მისი თანაგუნდელები ანდრეს ინიესტა და დავიდ ვილია არიან. 43 მატჩში გერმანელმა 11 გოლი გაიტანა.