ლუკას პოდოლსკი ჰაკუჰოს შეებრძოლა
გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონმა ლუკას პოდოლსკიმ ორთაბრძოლა გამართა ლეგენდარულ სუმოისტ ჰაკუჰოსთან.
ბრძოლის ფოტოები 33 წლის გერმანელმა საკუთარ ტვიტერზე გამოიტანა მინაწერებით: „ვინ მოიგებს?“ და „არ დანებდე“.
158-კილოგრამიანმა მონღოლმა 2007 წელს მიიღო სუმოში უმაღლესი იოკოძუნას ტიტული და ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მებრძოლად რჩება.
პოდოლსკი იაპონიის ჯეი ლიგაში გამოდის და ვისელ კობეს ღირსებას იცავს. მისი თანაგუნდელები ანდრეს ინიესტა და დავიდ ვილია არიან. 43 მატჩში გერმანელმა 11 გოლი გაიტანა.
P O W E R 💪🏻 #NewChallenge #PoldiPower pic.twitter.com/lel3QBxjJl
— Lukas-Podolski.com (@Podolski10) March 25, 2019