სანოგო ლუკას პოდოლსკის თანაგუნდელი გახდა #1TVSPORT
სანოგო ლუკას პოდოლსკის თანაგუნდელი გახდა #1TVSPORT

ბათუმის „დინამოდან“ ზაფხულში წასული ვამარა სანოგო კარეირას პოლონეთის ექსტრაკლასას ზაბჟესგურნიკშიგააგრელებს – 26 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა ახალ გუნდთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.

ვამარა სანოგო ბათუმის „დინამოში“ იანვრიდან თამაშობდა და მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ ტრავმამ თავის გამოვლენაში ხელი შეუშალა – ჩამოსვლიდან მალე დაშავდა. საბოლოოდ, ბათუმელთა ფორმით ფრანგმა ფორვარდმა მხოლოდ 13 თამაში ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. ზაფხულში კი ბათუმის „დინამომ“ და ფრანგმა თავდამსხმელმა კონტრაქტი ვადაზე ადრე, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს.

აღსანიშნავია, რომ სანოგო ცნობილი ფეხბურთელის, 36 წლის ლუკას პოდოლსკის თანაგუნდელი გახდა – პოლონელი შემტევის, რომელიც გერმანიის სახელით თამაშობდა და „კიოლნის“, „ბაიერნის“, „არსენალის“, „ინტერის“ და „გალათასარაის“ ფეხბურთელი იყო. 2004-2017 წლებში გერმანიის ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 130 შეხვედრაში 49 გოლით პოდოლსკი გერმანიის ნაკრების ისტორიაში მესამე ბომბარდირია.

ცნობილ კლუბებში თამაშის დროსაც პოდოლსკი თავის პოლონური წარმოშობას და ქვეყანას არ ივიწყებდა და ამბობდა, რომ ზაბჟესგურნიკს“ ქომაგობდა, ხოლო კარიერის დასრულებას ამ კლუბში აპირებდა. როდესაც „ანთალიასპორთან“ კონტრაქტი დაუსრულდა, ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ ლუკას პოდოლსკი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონი და 2008 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონია. 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს, ხოლო ევრო2006-ზე – ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.