ლუისვილში სროლის შემდეგ, პოლიციის უფროსი სამსახურიდან დაითხოვეს
ლუისვილში სროლის შემდეგ, პოლიციის უფროსი სამსახურიდან დაითხოვეს

ლუისვილში სროლის შემდეგ, პოლიციის უფროსი სამსახურიდან დაითხოვეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კენტუკის შტატის ქალაქში გამართული აქციის დროს დემონსტრანტებსა და ეროვნულ გვარდიას შორის დაპირისპირებას ორმხრივი სროლაც მოჰყვა. დაიღუპა ერთი ადამიანი.

როგორც ლუისვილის მერმა განაცხადა, სროლის დროს პოლიციის ოფიცრებსა და გვარდიელებს სხეულზე მიმაგრებული კამერა ჩართული არ ჰქონდათ. „მსგავსი ინსტიტუციური გადაცდომები აღარ იქნება დაშვებული“, – განაცხადა ლუისვილის მერმა, გრეგ ფიშერმა.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, ეროვნულ გვარდიასა და დემონსტრანტებს შორის სროლა მაშინ მოხდა, როდესაც გვარდიელები მომიტინგეების დაშლას შეეცადნენ.

სროლის შედეგად ერთ-ერთი სასადილოს მეპატრონე გარდაიცვალა.