ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი კარიერას ბრაზილიაში გააგრძელებს.
35 წლის თავდამსხმელმა 2022-23 წლების სეზონის პირველი ნაწილი მშობლიურ „ნასიონალში“ გაატარა, რომელშიც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის ემზადებოდა, მაგრამ სუარესს უკვე ამოეწურა კონტრაქტი ურუგვაულ კლუბთან.
გამოცემა El País-ის ჟურნალისტის, სეზარ ლუის მერლოს ინფორმაციით, სუარესი კარიერას „გრემიოში“ გააგრძელებს – ბრაზილიურმა კლუბმა მოუგო ლეგენდის გაფორმებისთვის ბრძოლა მექსიკურ „კრუს ასულს“.
ამტკიცებენ, რომ სუარესმა უკვე მისცა ზეპირი თანხმობა „გრემიოში“ გადასვლაზე და კლუბთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.