ლუის სუარესი იანვარში „ინტერ მაიამის“ წევრი გახდება #1TVSPORT
ლუის სუარესი იანვარში „ინტერ მაიამის“ წევრი გახდება #1TVSPORT

ესპანური სპორტული გამოცემის, „მარკას“ ინფორმაციით, იანვარში ლუის სუარესი MLS-ის კლუბის, „ინტერ მაიამის“ წევრი ოფიციალურად გახდება.

რამდენიმე დღის წინ ურუგვაელი ფეხბურთელი „ინტერ მაიამის“ პრეზიდენტს, დევიდ ბექჰემს შეხვდა და მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

36 წლის თავდამსხმელი ბრაზილიურ „გრემიოს“ ოფიციალურად 2023 წლის 31 დეკემბერს დატოვებს და ამერიკული კლუბი მას თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს.

შეგახსენებთ, რომ „ინტერ მაიამიში“ უკვე თამაშობენ სუარესის ძველი თანაგუნდელები – სერხიო ბუსკეტსი, ჟორდი ალბა და ლიონელ მესი. ისინი ერთად „ბარსელონაში“ გამოდიოდნენ.

2023 წელს ურუგვაელმა ფეხბურთელმა „გრემიოს“ რიგებში ყველა ტურნირზე 54 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა.