ლუის სუარესი „ინტერ მაიამისთან“ კონტრაქტს არ გააგრძელებს #1TVSPORT
ლუის სუარესი „ინტერ მაიამისთან“ კონტრაქტს არ გააგრძელებს #1TVSPORT

„ინტერ მაიამის“ ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი არ გააგრძელებს კონტრაქტს ამერიკულ კლუბთან. ვეტერანი ფეხბურთელისს მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის დეკემბრამდეა ძალაში.

აღნიშნავენ, რომ „ინტერ მაიამიდან“ წასვლის შემდეგ, სუარესმა, შესაძლოა, სათამაშო კარიერა დაასრულოს, მაგრამ მანამდე ურუგვაელს MLS-ში ტიტულის მოგება აქვს განზრახული. არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი – სუარესი ურუგვაიში დაბრუნდება სათამაშოდ.

ლუის სუარესი „ინტერ მაიამის“ ფეხბურთელი 2024 წლის იანვარში გახდა. მან ფლორიდულ კლუბში, ჯამში, 62 მატჩი ჩაატარა, 34 გოლი გაიტანა და 22 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.