ლუჩანო სპალეტი - ჩემპიონობამდე „ნაპოლის“ ცოტა დრო დარჩა #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტი - ჩემპიონობამდე „ნაპოლის“ ცოტა დრო დარჩა #1TVSPORT

„იუვენტუსთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ „ნაპოლის“ მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ კმაყოფილება არ დამალა და პირველად თქვა, რომ ჩემპიონობა მხოლოდ იურიდიულად არის გასაფორმებელი.

„წვეულება გასახდელში ნამდვილად მოაწყვეს მოთამაშეებმა და ბოლოს გატანილი გოლით ძალიან გავიხარეთ. ჩვენ ჯერ კიდევ უნდა დაველოდოთ შამპანურის გახსნას, მაგრამ გუნდს კომპლიმენტი ვუთხარი. ჩემპიონთა ლიგის შემდეგ თავში ბევრი ფიქრი მიტრიალებდა. უფრო მეტიც, ამან საქმე გაგვირთულა. მეორე ტაიმში მეტოქეზე უფრო სახიფათოდ და მახვილგონივრულად ვითამაშეთ. დიახ, ბენიტესმა ლივერპულში მითხრა, ჩემპიონები გახდებითო და გამიხარდება, როცა ეს ოფიციალურად გაფორმდება. ჩვენ ჩავატარეთ ისეთი მატჩები, როგორზეც ვოცნებობდით. ეს გუნდი იმსახურებს იმ ადგილს, რომელსაც სატურნირო ცხრილში იკავებს.

საჩემპიონო ბრძოლისთვის შემდეგ ტურში „ინტერი“-„ლაციოს“ შეხვედრა დიდ მნიშვნელობას იძენს, მაგრამ გადამწყვეტი მაინც „სალერნიტანასთან“ ჩვენი მატჩია. სკუდეტოს მოგება იქნება ჯილდო ჩვენ მიერ გაღებული ყველა მსხვერპლისთვის“, – განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.