არიგო საკი - სპალეტი მსოფლიოს დაუმტკიცებს, რომ იტალიური ფეხბურთი მხოლოდ კატენაჩო არ არის #1TVSPORT
არიგო საკი - სპალეტი მსოფლიოს დაუმტკიცებს, რომ იტალიური ფეხბურთი მხოლოდ კატენაჩო არ არის #1TVSPORT

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა, არიგო საკიმ „სკუადრა აძურას“ მთავარ მწვრთნელად ლუჩანო სპალეტის დანიშვნის შესახებ ისაუბრა:

„სპალეტიმ სერია А მოიგო და მისი გუნდი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობდა. ლუჩანომ დიდ წარმატებას მიაღწია კლუბში, რომელსაც არ აქვს ისეთი ტრადიცია, როგორიც „იუვენტუსს“, „მილანსა“ და „ინტერს“. არ დაგვავიწყდეს, რომ მანამდე „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონობა მხოლოდ დიეგო არმანდო მარადონასთან ერთად იზეიმა.

სპალეტიმ დაგვანახა, რომ იტალიაში შემტევი ფეხბურთით ბევრის მიღწევა შეიძლება. ის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მან შექმნა თამაშის ლამაზი, სანახაობრივი სტილი. ჩემთვის სპალეტი დიდოსტატია – ადამიანი, რომელმაც საკუთარ მოთამაშეებს ფეხბურთი ასწავლა და მუდმივად პროგრესს განაცდევინებდა. დარწმუნებული ვარ, ლუჩანო თავის კვალს დატოვებს და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცებს, რომ იტალიური ფეხბურთი მხოლოდ კატენაჩო არ არის“, – განცხადა არიგო საკიმ კვარაცხელიას ყოფილი დამრიგებელის შესახებ.