ფრანგული გამოცემა - სპალეტი შემდეგ სეზონში დაისვენებს და ტოსკანაში თავის ვენახს დაუბრუნდება #1TVSPORT
ფრანგული გამოცემა - სპალეტი შემდეგ სეზონში დაისვენებს და ტოსკანაში თავის ვენახს დაუბრუნდება #1TVSPORT

ლუჩანო სპალეტიმ დაადასტურა, რომ დატოვებს „ნაპოლის“ სერია A-ს სეზონის ბოლოს, რომელშიც გუნდმა დიეგო მარადონას ეპოქის შემდეგ ჩემპიონის ტიტული პირველად მოიგო.

კოვერჩიანოში, იტალიის ნაკრების საწვრთნელ ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას, სპალეტიმ თქვა, რომ ფეხბურთისგან დროებით დაისვენებს და სხვა გუნდში მალე არ გადავა.

„მე უნდა დავისვენო, რადგან ძალიან დაღლილი ვარ. არ ვიცი, შეიძლება თუ არა ამას ერთწლიანი შაბათი დავარქვათ. ამ პერიოდში არც „ნაპოლის“ და არც სხვა გუნდს არ გავწვრთნი“, – თქვა სპალეტიმ.

64 წლის სპეციალისტმა „ნაპოლი“ მესამე სკუდეტომდე მიიყვანა – პირველად 1990 წლის შემდეგ, და მისმა გუნდმა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფეხბურთი აჩვენა. ეს სპალეტისთვის იყო იტალიის პირველი ჩემპიონობა და ტიტული 2008 წლის შემდეგ, როდესაც „რომაში“ იტალიის თასი მოიგო.

სპალეტი კვირას, საღამოს დატოვებს „ნაპოლის“ მწვრთნელის თანამდებობას, როდესაც გუნდი სეზონის ბოლო შეხვედრას „სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე“ „სამპდორიასთან“ გამართავს. იტალიური მედია იუწყება, რომ მომავალ სეზონში სპალეტის, დიდი ალბათობით, „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ლუის ენრიკე შეცვლის.

სპალეტის წასვლა მოსალოდნელი იყო. კვირას დე ლაურენტისმა იტალიის სახელმწიფო მაუწყებელს, RAI-ს განუცხადა, რომ სპალეტიმ ითხოვა შესვენება, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტის დასრულებამდე ერთი წელი დარჩა.

„ის თავისუფალი ადამიანია, მან ბევრი მოგვცა და მადლობას ვუხდი. სპალეტი აკეთებს იმას, რაც სურს“, – განაცხადა დი ლაურენტისმა.

სპალეტი შემდეგ სეზონში დაისვენებს და დაუბრუნდება თავის ვენახს ტოსკანაში, როგორც ადრე, „ნაპოლის“ ხელმძღვანელობამდე, ორი წლის განმავლობაში, როდესაც ჯერ კიდევ ჰქონდა კონტრაქტი მილანის „ინტერთან“, ანტონიო კონტე რომ შეცვალა.

შემტევი სტილი, რომლითაც „ნაპოლიმ“ ტიტული ყველა წინასასეზონო პროგნოზის საწინააღმდეგოდ მოიგო, „ნაპოლის“ გულშემატკივრებს აიმედებს, რომ მარადონას ეპოქის შემდეგ გუნდს დიდების ახალი პერიოდი დაუდგა. ნიჭიერი თავდამსხმელების, ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას მიერ აღორძინებული „ნაპოლი“ ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც გავიდა.

ოსიმენმა France Football-თან ინტერვიუში სპალეტის „გენიოსი“ უწოდა, მაგრამ ვეტერანი მწვრთნელი, რომელიც მიდის, კითხულობს, დარჩებიან თუ არა მომავალ სეზონში „ნაპოლიში“ ოსიმენი და მცველი კიმ მინ ჯეე“, – წერს გამოცემა france24-ი.