Tuttonapoli - კვარაცხელიას და ოსიმენის შეცვლით „ნაპოლის“ შედეგისთვის არასოდეს მიუღწევია #1TVSPORT
Tuttonapoli - კვარაცხელიას და ოსიმენის შეცვლით „ნაპოლის“ შედეგისთვის არასოდეს მიუღწევია #1TVSPORT

იტალიურმა გამოცემა Tuttonapoli-მ „ნაპოლიში“ არსებულ ვითარებაზე წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ყურადღება გაამახვილა ბოლო ტურში „ბოლონიასთან“ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შეცვლაზე – ავტორი სტატისტიკის იშველიებს და ამტკიცებს, რომ ქართველისა და ნიგერიელის ერთდროული შეცვლით „ნაპოლი“ წარმატებას ვერ აღწევს.

„ხვიჩა კვარაცხელია ხედავს, რომ ზერბინის უპირატესობას ანიჭებენ და ღიზიანდება. ვიქტორ ოსიმენი პენალტს აფუჭებს და ქართველის მსგავსად არ მალავს, რომ შეცვლა არ მოსწონს. უკიდურესად დაძაბულია „ნაპოლი“, რომლემაც სერია „ა“-ს ბოლო რამდენიმე მატჩი რუდი გარსიას ხელმძღვანელობით საკმაოდ რთულად ჩაატარა.

ამავდროულად, ფრანგ მწვრთნელს სტატისტიკაც აშკარად არ ახარებს: 8 ქულა პირველ 5 ტურში და მისი გუნდი ლიდერ „ინტერს“ უკვე 7 ქულით ჩამორჩება. ეს 4 ნაკლებია ლუჩიანო სპალეტის შარშანდელი „ნაპოლის“ მაჩვენებელზე. ამიტომ შედარება გარდაუვალია.

რა შეიცვალა ამ ერთ წელიწადში? რაოდენობრივად ოსიმენსა და კვარაცხელიას რეალურად ძალიან ცოტა გააქვთ. სხვა მხრივ, გარსია თავისი წინამორბედის მსგავსად იქცევა. ის ქართველს სასტარტო შემადგენლობაში ყოველთვის არ აყენებს და თუ პირველივე წუთებიდან ენდობა, ყოველთვის ცვლის.

აბა, რით აიხსნება ორი მოთამაშის ნერვული რეაქცია? „ნაპოლი“ გასულ სეზონზე ცუდად თამაშობს და ორივე ფეხბურთელი მოსალოდნელზე უარესი სტარტის გამო პასუხისმგებლობას გრძნობს. შარშან კი კვარაცხელია იყო ახალგაზრდა, რომელსაც ყველაფერი დასამტკიცებელი ჰქონდა და მისგან ბევრს არაფერს ელოდნენ.

მშრალი რიცხვები ბევრზე მეტყველებს – სპალეტიმ ორივე ლიდერი ერთად მხოლოდ „ფიორენტინასთან“ მატჩში შეცვალა იმ დროს, როდესაც „ნაპოლი“ გასამარჯვებლად მთელი ძალებით უტევდა. ეს კი შედეგზე დადებითად არ აისახა. გარსიამ ეს ცვლილებები გააკეთა „ბოლონიასთან“, „ჯენოასთან“ და „ლაციოსთან“ და გუნდმა კვლავ ვერ იხეირა.

ხშირ შემთხვევაში ჩნდება განცდა, რომ პრობლემა ფსიქოლოგიური ხასიათისაა. კვარაცხელიას, რომელსაც მარტის შემდეგ გოლი არ გაუტანია, არ უხარია, რომ ის ზერბინმა შეცვალა. ოსიმენი კი გაშვებული პენალტის შემდეგ შეცვლას ვერ შეეგუა – ამით მას რევანშისა და გაფჭებულის გამოსწორების შანსი წაართვეს.

კიდევ უფრო აქტუალურია ის ფაქტი, რომ ლიდერების შეცვლით გარსიას ჯერ შედეგისთვის არ მიუღწევია. ეს მნიშვნელოვანი ელემენტია – კვარაცხელიასა და ოსიმენის ერთად შეცვლას „ნაპოლის“ სასაგებლოდ ჯერ მატჩის მსვლელობა არ შეუცვლია“, – წერს იტალიური გამოცემა.