შაბათს, 2 მარტს, ამერიკული საფეხბურთო ლიგის (MLS) კლუბმა ლოს-ანჯელეს გალაქსიმ ცნობილ ინგლისელ ფეხბურთელ დევიდ ბექჰემს ძეგლი დაუდგა. ცერემონიას გუნდის ყოფილი მწვრთნელი ბრიუს არენა და კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელი, რობი კინიც ესწრებოდნენ.
დევიდ ბექჰემი ლოს-ანჯელეს გალაქსიში 2007 წელს გადავიდა, რაც საყოვეთაოდ ითვლება ამერიკულ საფეხბურთო ლიგაში ახალი ეპოქის დასაწყისად.
დევიდ ბექჰემმა საფეხბურთო კარიერა 2013 წელს, პარი სენ-ჟერმენში დაასრულა, მანამდე კი მანჩესტერ იუნაიტედისა და რეალ მადრიდის ფეხბურთელი იყო, რომელთა შემადგენლობაში მრავალი საშინაო თუ საერთაშორისო ტიტული აქვს მოგებული.