დევიდ ბექჰემმა კრიშტიანო რონალდოსთან „ინტერ მაიამიში“ გადასვლის საკითხი განიხილა #1TVSPORT
დევიდ ბექჰემმა კრიშტიანო რონალდოსთან „ინტერ მაიამიში“ გადასვლის საკითხი განიხილა #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო, შესაძლოა, „ინტერ მაიამიში“ გადავიდეს. ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა ჟურნალისტმა პედრო ალმეიდამ.

წყაროს ცნობით, ფლორიდული კლუბის მფლობელმა დევიდ ბექჰემმა უკვე განიხილა 37 წლის პორტუგალიელთან იანვარში ტრანსფერის საკითხი.

ასევე ცნობილი გახდა, რომ „ინტერ მაიამი“ სეზონში 34 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასს სთავაზობს კრიშტიანოს, რომელსაც ამ სეზონში ცხრა ოფიციალური მატჩი დაუგროვდა და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, ისიც პენალტით.