ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველის, ეშლი კოულის კონტრაქტი „ლოს ანჯელეს გალაქსისთან“ ამოიწურა და კლუბი ფეხბურთელს ემშვიდობება. 37 წლის კოული გუნდს კიდევ შვიდ სხვა ფეხბურთელთან ერთად დატოვებს.
„ჩელსისა“ და „არსენალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა „გალაქსისთან“ კონტრაქტი 2016 წელს გააფორმა, მიმდინარე წლის მარტში კი გუნდის კაპიტნად დასახელდა.
კოულმა 86 მატჩში სამი გოლი გაიტანა.