დე როსი კარიერას შტატებში გააგრძელებს
დე როსი კარიერას შტატებში გააგრძელებს

„რომას“ იტალიელი ნახევარმცველი დანიელე დე როსი კარიერის გაგრძელებას ჩრდილოეთ ამერიკაში აპირებს.

ესპნ-ის ინფორმაციით, 35 წლის სპორტსმენმა „მეიჯორ ლიგ სოკერის“ (MLS) კლუბ „ლოს-ანჯელესთან“ კონტრაქტის გაფორმებაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ამერიკულ კლუბში მთავარი ვარსკვლავი მექსიკელი თავდამსხმელი კარლოს ველაა.

2018/2019 წლების სეზონში დე როსიმ რომას შემადგენლობაში 23 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ნახევარმცველი რომაულ კლუბში 2002 წლიდან ასპარეზობდა.