ფრენკ ლამპარდი ყოფილ თანაგუნდელს „დერბიში“ იწვევს

17:40, 18.01.2019
Ashley Cole of AS Roma and Frank Lampard of Manchester City greet each other at the end of the game (Photo by AMA/Corbis via Getty Images)

Ashley Cole of AS Roma and Frank Lampard of Manchester City greet each other at the end of the game (Photo by AMA/Corbis via Getty Images)

„დერბი კაუნტის“ მთავარ მწვრთნელ ფრენკ ლამპარდს სურს, ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის „ჩელსის“ ყოფილი ფეხბურთელი ეშლი კოული გადაიბიროს. 38 წლის კოული, რომელსაც თავისი კარიერის  განმავლობაში ლონდონის „არსენალსა“ და იტალიურ „რომაშიც“ უთამაშია, ბოლოს „ლოს-ანჯელეს გალაქსის“ ღირსებას იცავდა, თუმცა კალიფორნიულმა კლუბმა მას კონტრაქტი აღარ გაუგრძელა და ფეხბურთელი ამჟამად თავისუფალი აგენტია.

ლამპარდის ხელმძღვანელობით „დერბი კაუნტის“ პრემიერ-ლიგაში გადასვლის შანსი გაუჩნდა, რის გამოც კლუბი გაძლიერებას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ კოული ლამპარდის მხარდამხარ „ჩელსის“ ღირსებას 2006-2014 წლებში იცავდა. ამ პერიოდში გუნდმა ერთხელ ინგლისის ჩემპიონობა, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

მსგავსი