მატიას ალმეიდა ყაზაიშვილზე - ბოლო კვირაა, იდეალურ ფეხბურთს აჩვენებს
მატიას ალმეიდა ყაზაიშვილზე - ბოლო კვირაა, იდეალურ ფეხბურთს აჩვენებს

მატიას ალმეიდა ბოლო დროს ათამაშებული ვაკო ყაზაიშვილის თამაშით აღტაცებულია – „სან-ხოსეს“ მთავარმა მწვრთნელმა და არგენტინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ქართველის ფეხბურთს იდეალური უწოდა.

ვაკომ ამერიკის საფეხბურთო ლიგაში ისევ გაიბრწყინა – მან კალიფორნიულ კლასიკოში ზლატან იბრაგიმოვიჩის „ლოს ანჯელეს გალაქსთან“ თავი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა და გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა, შვედი ვარსკვლავი კი აშკარად დაჩრდილა.

„სან-ხოსეს“ არგენტინელმა მთავარმა მწვრთნელმა ქართველის თამაში „ლოს ანჯელეს გალაქსთან“ მატჩის შემდეგ შეაფასა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, დამაჯერებლად რომ მოვიგეთ და გულშემატკივრები გავახარეთ. რაც შეეხება ვაკო ყაზაიშვილს, ის ბოლო კვირაა იდეალურ ფეხბურთს აჩვენებს და ასევე უნდა გააგრძელოს. ესაა ერთადერთი გზა, გუნდში პოზიცია შეინარჩუნოს. ბოლო მატჩებში ვაკოს გამოსვლა ადასტურებს, რომ თამაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა“, – ამბობს მატიას ალმეიდა.

„სან-ხოსე“ 17 შეხვედრაში მოპოვებული 25 ქულით დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზე დაწინაურდა, ყაზაიშვილმა კი ბოლო ოთხ შეხვედრაში ექვსი გოლი გაიტანა.