ზლატან იბრაჰიმოვიჩი „ლოს ანჯელეს გალაქსიში“ 2019 წლამდე დარჩება
ზლატან იბრაჰიმოვიჩი „ლოს ანჯელეს გალაქსიში“ 2019 წლამდე დარჩება

შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრჰიმოვიჩი ლოს ანჯელესს მომდევნო სეზონშიც დაეხმარება. 37 წლის ვეტერანი ამერიკულ კლუბში „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ გადავიდა და 27 მატჩში 22 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა მისმა გუნდმა პლეი ოფში გასვლა ვერ შეძლო.

მიდიოდა საუბრები იბრას ევროპაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. მის სავარაუდო კლუბად დასახელებული იყო „მილანი“, თუმცა საბოლოოდ შვედმა ამერიკაში დარჩენა არჩია.

კლუბში დარჩენასთან დაკავშირებით ზლატანმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტიც გამოაქვეყნა.