იბრაჰიმოვიჩი თავს ამერიკული საფეხბურთო ლიგის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ თვლის
იბრაჰიმოვიჩი თავს ამერიკული საფეხბურთო ლიგის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ თვლის

ზლატან იბრაჰიმოვიჩი აცხადებს, რომ „მეიჯორ ლიგ სოკერის“ (MLS) ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა. ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც „ლოს-ანჯელეს გალაქსის“ მაისურით „სპორტინგ კანზას სიტის“ კარში სამი გოლი გაიტანა.

ამ შედეგით შვედმა ფეხბურთელმა ახალი რეკორდი დაამყარა: „გალაქსის“ ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ სექონში 26 გოლი გაიტანა. ძველი რეკორდი კარლოს რუისს ეკუთვნოდა, რომელმაც 2002 წელს 24 გოლი გაიტანა.

ამ რეკორდის დამხობის შემდეგ, იბრაჰიმოვიჩი თვლის, რომ ღირსია, ლიგის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდეს.

„ვფიქრობ, საუკეთესო ვარ ამ ლიგის ისტორიაში და სრულებითაც არ ვხუმრობ“, – განაცხადა შვედმა.

„აიაქსის“, „ბარსელონას“, „პარი სენ-ჟერმენისა“ და მილანის „ინტერის“ ყოფილი ფეხბურთელი ლოსანჯელესურ გუნდში 2018 წელს გადავიდა და მას შემდეგ 51 მატჩში 48 გოლი გაიტანა.