ლონდონმა, დუბლინმა, ბუქარესტმა და კოპენჰაგენმა დაადასტურეს ევრო 2020-ის მასპინძლობა
ლონდონმა, დუბლინმა, ბუქარესტმა და კოპენჰაგენმა დაადასტურეს ევრო 2020-ის მასპინძლობა

ევრო 2020-ის რამდენიმე ქალაქმა-ორგანიზატორმა დაადასტურა, რომ გააგრძელებს ტურნირისთვის მზადებას, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო, 2021 წლის ზაფხულისთვის გადაიტანეს.

დანიის დედაქალაქმა კოპენჰაგენმა უეფაში გააგზავნა დეკლარაცია იმის თაობაზე, რომ აპირებს გააგრძელოს ევროპის ჩემპიონატის ორგანიზება. იგივე გეგმები აქვს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტს. ასევე არ აპირებენ ტურნირზე უარის თქმას ლონდონი და დუბლინი. აპრილის ბოლოს შეატყობინებს თავის გადაწყვეტილებას უეფას უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი.

ევრო 2020-ს ოფიციალურად 12 ქალაქი უმასპინძლებს – ლონდონი, მიუნხენი, ბაქო, რომი, ბუქარესტი, დუბლინი, კოპენჰაგენი, ბილბაო, გლაზგო, ბუდაპეშტი, ამსტერდამი და სანკტ-პეტერბურგი, თუმცა, ჯერ ყველას არ დაუდასტურებია – აპირებს თუ არა 2021 წელსაც ევროპის ჩემპიონატის მატჩების მასპინძლობას.

კონტინენტის პირველობა 2021 წელს 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება.