ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-10 ტურის კიდევ ერთი მატჩი გაიმართა.
ლანჩხუთის „ევგრაფი შევარდნაძეზე“ ერთმანეთს მიმდინარე გათამაშების აუთსაიდერები, „სამტრედია“ და თბილისის „ლოკომოტივი“ დაუპირისპირდნენ.
მეორე ტაიმში, 58-ე წუთზე სტუმართა მცველის შეცდომით ზაურ ხაბეიშვილმა ისარგებლა და გუნდი დააწინაურა. 68-ე წუთზე, მეორე ყვითელი ბარათის გამო სტუმართა მცველი თემურ ღონღაძე მოედნიდან გააძევეს.
ამის მიუხედავად, თბილისელებმა ანგარიში გაათანაბრეს. 79-ე წუთზე, დავით ჯიქიას მიერ კუთხურიდან მოწოდებული ბურთი საკუთარ კარში გივი ქარქუზაშვილმა ჩაჭრა. საბოლოოდ, შეხვედრა ანგარიშით 1:1 დასრულდა.
„სამტრედიამ“ 10 ტურში 7 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზეა, ხოლო „ლოკომოტივი“ 5 ქულით ბოლო ადგილზე რჩება.