თბილისის ლოკომოტივმა ამხანაგურ მატჩში საბურთალო 2 უხვგოლიან შეხვედრაში დაამარცხა.
საგურამოს ბაზაზე გამართული მატჩის პირველი ნახევარი 2:2 დასრულდა. 21-ე წუთზე საბურთალოელები დაწინაურდნენ, მაგრამ ოთხ წუთში დავით სამურკასოვმა წონასწორობა აღადგინა. 34-ე წუთზე მთავარ გუნდში დაწინაურებულმა შოთა შეყილაძემ გაიტანა და ლოკომოტივი დააწინაურა, ტაიმის მიწურულს საბურთალომ ანგარიში ისევ გაათანაბრა.
მეორე ნახევარში ლოკომოტივის სასარგებლოდ გოლები ლაშა გვალიამ, ლუკა კიკაბიძემ და ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გაიტანეს, რასაც სტუმრებმა მხოლოდ ერთით უპასუხეს და მასპინძლებმა 5:3 მოიგეს.
ესპანეთში გამგზავრებამდე, ლოკომოტივი ბოლო ამხანაგურ მატჩს 6 თებერვალს, გორის დილასთან გამართავს.