ლიპარტელიანმა მეორე შეხვედრა მოიგო, სომხიშვილი ტურნირს გამოეთიშა #1TVSPORT
ლიპარტელიანმა მეორე შეხვედრა მოიგო, სომხიშვილი ტურნირს გამოეთიშა #1TVSPORT

ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ბოლო დღეს ტატამზე შვიდი ქართველი ძიუდოსტი გამოვიდა. ტურნირზე მედლები მამაკაცებსა და ქალებში ხუთ წონით კატეგორიაში გათამაშდება. 100კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა მეორე შეხვედრაშიც გაიმარჯვა და მეოთხედფინალში ფრანგ ალექსანდ იდირს შეხვდება.

ნახევარფინალში გასასვლელი დაპირისპირება წააგო ლევან მატიაშვოილმა და რეპეჟაში გადაინაცვლა. პირველ შეხვედრაში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა +78 კგ-ში მოასპარეზე სოფიო სომხიშვილი. შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობის პირველ დღეს, 66კგ-ში ვაჟა მარგველაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. მეორე დღე კი ჩვენი ძიუდოისტებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათზე, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და ტელესკოლა შემოგთავაზებთ.