გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა ნოემბრის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. გამოძახებულთა შორის არ არის ბოლო წლებში დაცვის ერთ-ერთი ლიდერი ჯერომ ბოატენგი.
სულ ლიოვმა შეკრებაზე 24 ფეხბურთელს უხმო –
მეკარეები – მანუელ ნოიერი (ბაიერნი), ბერნდ ლენო (არსენალი, ინგლისი), კევინ ტრაპი (აინტრახტი);
მცველები – მატს ჰუმელსი, ჯოშუა კიმიხი, ნიკლას ზიულე (ყველა – ბაიერნი), ანტონიო რიუდიგერი (ჩელსი, ინგლისი), ტილო კერერი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), მატიას გინტერი (გლადბახი), მონას ჰექტორი (კიოლნი), ნიკო შულცი (ჰოფენჰაიმი), ჯონათან ტა (ლევერკუზენი);
ნახევარმცველები – იულიან ბრანდტი, კაი ჰაფერცი (ორივე – ლევერკუზენი), მარკო როისი (დორტმუნდი), იულიან დრაქსლერი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ტონი კროოსი (რეალი, ესპანეთი), სებასტიან რუდი (შალკე), თომას მიულერი, ლეონ გორეტცკა, სერჟ გნაბრი (ყველა – ბაიერნი);
ფორვარდები – ლეროი სანე (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი), მარკ უტი (შალკე).
გერმანიის ნაკრებს ნოემბერში ელოდება ამხანაგური მატჩი რუსეთთან (15 ნოემბერი) და ერთა ლიგის შეხვედრა ჰოლანდიასთან (19 ნოემბერი).