ლიეტუვის მმართველი „მწვანეთა“ და გლეხთა კავშირის წევრები სეიმის დეპუტატთა რაოდენობის შესამცირებლად რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Delfi ავრცელებს.
რეფერენდუმის ჩასატარებლად შეიქმნა 18-კაციანი საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც ექვსი თვის განმავლობაში 300 000 მოქალაქის ხელმოწერა უნდა მოაგროვოს. ინიციატივა ლიეტუვის პარლამენტის – სეიმის წევრების რაოდენობის 141-დან 121-მდე შემცირებას ითვალისწინებს.
„მწვანეთა“ და გლეხთა კავშირი პარლამენტის დეპუტატების რაოდენობის შემცირების საჭიროებას ლიეტუვის მოსახლეობის კლებას უკავშირებს. 1992 წელს, როდესაც ლიეტუვის კონსტიტუცია მიიღეს, ბალტიის ქვეყნის მოსახლეობა 3,7 მილიონ ადამიანს შეადგენდა, ახლა კი – 2,8 მილიონია.