ლიეტუვის სეიმმა კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი კვირით მუშაობა შეწყვიტა
ლიეტუვის სეიმმა კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი კვირით მუშაობა შეწყვიტა

ლიეტუვის სეიმმა კორონავირუსის ეპიდემიის გამო ერთი კვირით მუშაობა შეწყვიტა. ამის შესახებ სეიმის სპიკერმა ვიკტორია ჩმილიტე-ნილსენმა განაცხადა.

მისი თქმით, კანონმდებლებს შორის ინფიცირების ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა, თუმცა ბევრ მათგანს იზოლაციაში გადასვლა მოუწია. ამასთან, ლიეტუვის მოქმედი კანონმდებლობა სეიმის დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

ლიეტუვის საკანონმდებლო ორგანო 25 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე არ იმუშავებს. მანამდე ლიეტუვის პარლამენტის სპიკერს და კიდევ ერთ დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდათ. აღსანიშნავია, რომ ლიეტუვის პარლამენტმა უახლოეს ხანში უნდა დაამტკიცოს ქვეყნის ახალი მთავრობა, რომელიც არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა.