ლიტვის პრეზიდენტმა სეიმის მიერ მიღებულ 2018 წლის ბიუჯეტს ხელი მოაწერა
ლიტვის პრეზიდენტმა სეიმის მიერ მიღებულ 2018 წლის ბიუჯეტს ხელი მოაწერა

ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ სეიმის მიერ მიღებულ 2018 წლის ბიუჯეტს ხელი მოაწერა. პრეზიდენტის TWITTER-ის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ლიტვა შეასრულებს ნატოს წინაშე აღებულ ვალდებულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა თავდაცვის ხარჯს გაზრდის.

2006 წელს ნატოს წევრები შეთანხმდნენ, რომ მათი თავდაცვის ხარჯები ეროვნული მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2% იქნებოდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ალიანსის მიმართ უკმაყოფილება არაერთხელ გამოთქვა, რადგან მისი აზრით, ორგანიზაციის საბიუჯეტო ტვირთი არასამართლიანად არის გადანაწილებული.

აშშ-ის თავდაცვითი ხარჯები მშპ-ის 3.6%-ია.ევროპის საშუალო მაჩვენებელი 1.47%