ლიბიის კრიზისის დარეგულირების მიზნით, იტალიის პრემიერი სამხედრო მეთაურ ხალიფა ჰაფთარს შეხვდა
ლიბიის კრიზისის დარეგულირების მიზნით, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე ბენღაზში სამხედრო მეთაურ ხალიფა ჰაფთარს შეხვდა.
ლიბიის ყოფილ პრეზიდენტ მუამარ კადაფის არმიის ოფიცერი და აღმოსავლეთ ლიბიის ფაქტობრივი მმართველი, ხალიფა ჰაფთარი აფრიკული სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი გავლენიანი ფიგურაა.
იტალიის მთავრობის ხელმძღვანელი ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის ხელმძღვანელ ფაიეზ ალ-სარაჯს და უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტს.
გაერო-სგან მხარდაჭერილი მთავრობა ლიბიის დასავლეთ ნაწილს მართავს. ლიბიის მმართველების შერიგების მიზნით, გასულ თვეში იტალიამ პალერმოში სამიტს უმასპინძლა. დასავლეთის მხარდაჭრით მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ, ლიბიას ცენტრალური მთავრობა აღარ ჰყავს და ქუჩებს შეიარაღებული დაჯგუფებები აკონტროლებენ.