ლიბიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ლიბიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ლიბიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, გარდაცვლილი 85 წლის ქალია.

„სიენენის“ (CNN) ცნობით, ლიბიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 11 პაციენტია.

გაერო ლიბიის სამოქალაქო კონფლიქტში ჩართულ მხარეებს ეპიდემიის შესაჩერებლად ცეცხლის შეწყვეტისა და შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. როგორც ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს კოორდინატორები აცხადებენ, ლიბიას 12.5 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარება სჭირდება საიზოლაციო განყოფილებების მოსაწყობად და სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ასევე, ლაბორატორიული ტესტები და პერსონალის გადამზადება.