ლევან ნიკოლეიშვილი - ისეთ სერიოზულ ლობისტურ კომპანიას, როგორიც არის „ორიონ სტრატეჯი“, შეცდომები ასე ადვილად არ ეპარება
ლევან ნიკოლეიშვილი - ისეთ სერიოზულ ლობისტურ კომპანიას, როგორიც არის „ორიონ სტრატეჯი“, შეცდომები ასე ადვილად არ ეპარება

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ ისეთ სერიოზულ ლობისტურ კომპანიას, როგორიც არის „ორიონ სტრატეჯი“, შეცდომები ასე ადვილად არ ეპარება.

„ბათუ ქუთელიას – დამოუკიდებელი ექსპერტის, ანალიტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის გვარმა გაიჟღერა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ანუ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის სახით. ამის შემდეგ, ეს პირადად ქუთელიამ უარყო. „ორიონ სტრატეჯიმაც“ მოიხადა ბოდიში, მაგრამ შეიძლება ითქვას, ტრაგიკომედიასთან გვაქვს საქმე. პირველი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ისეთ სერიოზულ ლობისტურ კომპანიას, როგორიც არის „ორიონ სტრატეჯი“, ასეთი შეცდომები ასე ადვილად არ ეპარება, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ვართ.

მეორე, თუკი ასეთი შეცდომები ეპარებათ, რამდენად სანდო იქნება მათი საქმიანობა და შეფასებები. მესამეც – ჩანს და იკვეთება გარკვეული კავშირები დაინტერესებულ პირებთან. ძალიან ახლოს არის არასამთავრობოსთან კავშირები და მათი პირდაპირ აპელირება კონკრეტულ პარტიასთან“, – აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გუშინ განაცხადა, რომ ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლად მითითებულია ბათუ ქუთელია, რომელსაც ე.წ. ობიექტური ექსპერტის სტატუსი აქვს. მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს წარუდგინა კონტრაქტი, რომელიც, მისივე თქმით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ელექტრონულ ვებგვერდზეა ატვირთული.

საპასუხოდ, განცხადება გააკეთა„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ. დეკანოიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ კონტრაქტში არის არა ბათუ ქუთელიას, არამედ აღმასრულებელი მდივნის, კობა ნაყოფიას ხელმოწერა.

გუშინ, დღის ბოლოს ბათუ ქუთელიამ გამოაქვეყნა „ორიონ სტრატეჯის“ განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ქუთელია საკონტაქტო პირად ადმინისტრაციული შეცდომის გამო მიუთითეს