ეროვნულ ლიგაში მორიგი სამწვრთნელო გადადგომა მოხდა – ურთიერთშეთანხმებით, ლევან კორღალიძემ „საბურთალო“ დატოვა. ინფორმაციას თბილისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ლევან კორღალიძემ „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. მასთან ერთად გუნდს დაემშვიდობა ნიკოლოზ გუშარაშვილი, რომელიც მთავარ მწვრთნელს ეხმარებოდა. საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ მადლობას უხდის ლევან კორღალიძესა და ნიკა გუშარაშვილს გაწეული სამსახურისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს“, – წერია „საბურთალოს“ პრესსამსახურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ლევან კორღალიძე „საბურთალოში“ 2020 წელს მუშაობდა, 2021 წელს დაბრუნდა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოპოვება შეძლო, წელს კი საქართველოს სუპერთასისთვის იბრძოლა.