„ჟენისმა“ ლევან კორღალიძის დანიშვნა დაადასტურა - ქართველი მწვრთნელი გუნდს თურქეთში მოამზადებს #1TVSPORT
„ჟენისმა“ ლევან კორღალიძის დანიშვნა დაადასტურა - ქართველი მწვრთნელი გუნდს თურქეთში მოამზადებს #1TVSPORT

„ჟენისმა“ ლევან კორღალიძის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა, – ინფორმაციას ყაზახეთის პრემიერლიგაში გადასული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე ნიჭიერი სპეციალისტია. ის ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, ოთარ კორღალიძის შვილია. სამწვრთნელო კარიერა 2017 წელს „საბურთალოს“ აკადემიაში დაიწყო.

2019 წელს ჩაიბარა გავარდნის ზონაში მყოფი თბილისის „ლოკომოტივი“, რომელიც საქართველოს თასის ფინალში გაიყვანა, ხოლო ჩემპიონატში – მეოთხე ადგილზე, რითიც ევროტურნირებზე თამაშის უფლება მოიპოვა. მომდევნო სეზონში, 2021 წელს „საბურთალოში“ დაბრუნდა და კლუბთან ერთად საქართველოს თასი მოიგო.

კორღალიძე ახალი გუნდის წევრებს 5 დეკემბერს თურქეთში შეხვდება. ეს „ჟენისის“ პირველი სრულფასოვანი უცხოური შეკრება იქნება გუნდის აღდგენის შემდეგ. მოხარულები ვართ, მივესალმოთ ლევან კორღალიძეს ჩვენს გუნდში და გვჯერა ნაყოფიერი თანამშრომლობის“, – ვკითხულობთ „ჟენისის“ განცხადებაში.