ორკვირიანი თვითიზოლაციის შემდეგ, შალვა მამუკაშვილი ახალ კლუბს შეუერთდა.
„გამარჯობა, კეთილი იყოს შენი მობრძანება, შალვა“, – ასე მიესალმა კლუბის ოფიციალური ვებგვერდი 29 წლის ქართველ მორაგბეს, რომელმაც ინგლისის პრემიერშიფის „ლესტერ თაიგერსთან“ 2-წლიანი კონტრაქტი მარტის დასაწყისში, ჯერ კიდევ მაშინ გააფორმა, სანამ პანდემიის გამო მსოფლიო გაჩერდებოდა.
„ლესტერ ტაიგერსი“ პრემიერშიფის ერთ-ერთი ტიტულოვანი გუნდია. კლუბი 140 წლის წინ დაარსდა და ჩემპიონატის მოგება 10-ჯერ მოახერხა. საქართველოს ნაკრების პირველხაზელის, შალვა მომუკაშვილის დებიუტი ლესტერის რიგებში 2020/2021 წლების სეზონში შედგება.