„ლესტერმა“ დაადასტურა, რომ ვიშაი შრივადანაპრაბჰე გარდაცვლილთა შორისაა
„ლესტერ სითიმ“ დაადასტურა, რომ გუნდის მფლობელი, ვიშაი შრივადანაპრაბჰე, იმ ხუთ ადამიანს შორის იყო, რომლებიც ჩამოვარდნილ ვერტმფრენში ისხდნენ.
ლესტერშირის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვერტფრენში მის გარდა ნურსარა სუკნამაი, კავეპორნ პუნპარე, ერიკ სვაფერი და იზაბელა როზა ლეჩოვზი იყვნენ.
საფეხბურთო კლუბ „ლესტერის“ განცხადებაში წერია, რომ ვიშაი შრივადანაპრაბჰე დაღუპულთა შორისაა და უბედურ შემთხვევას ვერც ერთი მგზავრი ვერ გადაურჩა.
შრივადანაპრაბჰემ კლუბი 2010 წელს იყიდა. 2014 წელს „ლესტერი“ პრემიერლიგაში გადმოვიდა და 2015/16 წლების სეზონი მოიგო.