ლესტერის სტადიონი შესაძლოა ტრაგიკულად დაღუპული მფლობელის სახელობის გახდეს
ლესტერის სტადიონი შესაძლოა ტრაგიკულად დაღუპული მფლობელის სახელობის გახდეს

ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ვიშაია შრივადანაპრაბჰას შვილს სურს, „ლესტერის“ სტადიონი მისი მამის სახელობის გახდეს.

აიავატ შრივადანაპრაბჰა, რომელიც ინგლისური კლუბის ვიცე-პრეზიდენტია, სხვა ხელმძღვანელებთან ერთად გამოვიდა ინიციატივით, სტადიონ „კინგ ფაუერს“ (King Power) „კუნ ვიშაი“ დაარქვან. ამასთან ერთად, კლუბი გეგმავს, 100 მილიონი დოლარის ღირებულების სასწავლო ცენტრის აშენებას, რომელიც ასევე ვიშაი შრივადანაპრაბჰას სახელობის იქნება.

შეგახსენებთ, რომ ინგლისური კლუბის მფლობელის ვერტმფრენი „ლესტერსა“ და „ვესტ ჰემს“ შორის გამართული მატჩის შემდეგ სტადიონის მახლობლად ჩამოვარდა. ბორტზე 5 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის იყო ვიშაი შრივადანაპრაბჰაც.