საფეხბურთო კლუბ „ლესტერის“ მფლობელის ვერტმფრენი სტადიონის ავტოსადგომზე ჩამოვარდა

01:39, 28.10.2018

ინგლისის პრემიერლიგის კლუბის „ლესტერის“ საშინაო სტადიონთან „კინგ პაუერთან“ ინციდენტი მოხდა. „ლესტერისა“ და „ვესტ ჰემის“ მატჩის შემდეგ ვერტმფრენმა, რომელიც „ლესტერის“ პრეზიდენტ ვიშაი შრივადანაპრაბჰას ეკუთვნოდა, კატასტროფა განიცადა. ამ ეტაპზე, უცნობია, იმყოფებოდა თუ არა ის ვერტმფრენში.

„ვერტმფრენის ჩამოვარდნა საშინლად გამოიყურებოდა. დარწმუნებული არ ვარ, არის თუ არა მსხვერპლი“, – დაწერა თავის „ტვიტერზე“ BBC-ის მიმომხილველმა გარი ლინეკერმა.

შემთხვევის ადგილზე მაშველები და სამართალდამცველები მუშაობენ.

მსგავსი