„ლესტერ სითის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა. „ლივერპულის“ ყოფილმა დამრიგებელმა ამით ბოლო მოუღო გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, თითქოს ის მალე „არსენალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე უნდა დანიშნულიყო.
როჯერსი „ლესტერში“ მიმდინარე წლის თებერვალში გლაზგოს „სელტიკიდან“ გადავიდა. მას შემდეგ გუნდმა პრემიერლიგაში 26 ჩატარებული მატჩიდან 17 მოიგო და ამჟამად სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება.
მომდევნო მატჩს „ლესტერ სითი“ კვირას, 8 დეკემბერს, სტუმრად „ასტონ ვილასთან“ გამართავს.