მაურიციო პოჩეტინო გარეტ საუტგეიტის სავარაუდო შემცვლელად სახელდება #1TVSPORT
მაურიციო პოჩეტინო გარეტ საუტგეიტის სავარაუდო შემცვლელად სახელდება #1TVSPORT

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუტგეიტმა, შესაძლოა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ პოსტი დატოვოს.

გაზეთ The Telegraph-ის ინფორმაციით, საუტგეიტის წასვლის ალბათობა საკმაოდ მაღალია იმის მიუხედავად, რა შედეგს აჩვენებს ინგლისი მსოფლიოს ჩემპიონატზე.

საუტგეიტის სავარაუდო შემცვლელებად ასახელებენ მაურიციო პოჩეტინოს, რომელიც ამჟამად უმუშევარია, ბრენდან როჯერსსა („ლესტერი“) და სტივ კუპერს („ნოტინგემი“).

წერენ, რომ პრიორიტეტულ ვარიანტად მიიჩნევა ინგლისელი სპეციალისტის დანიშვნა.

გარეტ საუტგეიტის კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ინგლისის ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშებაში ექვსიდან ვერც ერთი თამაში ვერ მოიგო და B ლიგაში დაქვეითდა.