ჩოგბურთი | ლეივერის თასი მსოფლიოს ნაკრებმა მოიგო - პირველად გათამაშების ისტორიაში #1TVSPORT
ჩოგბურთი | ლეივერის თასი მსოფლიოს ნაკრებმა მოიგო - პირველად გათამაშების ისტორიაში #1TVSPORT

ლონდონში დასრულდა ლეივერის თასის გათამაშება, რომელიც პირველად მოიგო მსოფლიოს ნაკრებმა. წინა ოთხ გათამაშებაში ევროპის ნაკრები იმარჯვებდა და ეს გუნდი ამჯერადაც ახლოს იყო მოგებასთან – ორი დღის შემდეგ 8:4 იყო დაწინაურებული.

მაგრამ მესამე დღეს ამერიკელებმა სამიდან სამი მატჩი მოიგეს და ცხრა ქულა აიღეს, რის შემდეგაც 13:8 წაიყვანეს ანგარიში და მეტოქისთვის მიუღწეველნი აღმოჩდნენ. ამიტომაც მესამე დღის ბოლო შეხვედრის ჩატარება საჭირო აღარ გახდა.

მსოფლიოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო: ტეილორ ფრიტცი (აშშ), ფელიქს ოჟე-ალიასიმი (კანადა), დიეგო შვარცმანი (არგენტინა), ფრენსის ტიაფო (აშშ), ალექს დე მინორი (ავსტრალია), ჯეკ სოკი (აშშ) და ტომი პოლი (აშშ). გუნდის კაპიტანი: ჯონ მაკინროი.

 

ევროპა-მსოფლიო 8:13

I დღე

1:0 კასპერ რუუდი-ჯეკ სოკი 6:4, 5:7, 10:7

2:0 სტეფანოს ციციპასი-დიეგო შვარცმანი 6:2, 6:1

2:1 ენდი მარეი-ალექს დე მინორი 7:5, 3:6, 7:10

2:2 ფედერერი/ნადალი-სოკი/ტიაფო 6:4, 6:7(2), 9:11

II დღე

4:2 მატეო ბერეტინი-ფელიქს ოჟე-ალიასიმი 7:6(11), 4:6, 10:7

4:4 კემერონ ბორი-ტეილორ ფრიტცი 1:6, 6:4, 8:10

6:4 ნოვაკ ჯოკოვიჩი-ფრენსის ტიაფო 6:1, 6:3

8:4 ბერეტინი/ჯოკოვიჩი-დე მინორი/სოკი 7:5, 6:2

III დღე

8:7 ბერეტინი/მარეი-ოჟე ალიასიმი/სოკი 6:2, 3:6, 8:10

8:10 ნოვაკ ჯოკოვიჩი-ფელიქს ოჟე-ალიასიმი 3:6, 6:7(3)

8:13 სტეფანოს ციციპასი-ფრენსის ტიაფო 6:1, 6:7(11), 8:10