ნოვაკ ჯოკოვიჩმა გამოაცხადა, რომ ხელის ტრავმა აწუხებს #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩმა გამოაცხადა, რომ ხელის ტრავმა აწუხებს #1TVSPORT

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ ლეივერის თასზე ხელის ტრავმით თამაშობდა.

ლონდონში ჩატარებული ტურნირი პირველი იყო სერბისთვის ივლისში უიმბლდონის მოგების შემდეგ.

„ბოლო ოთხი-ხუთი დღე მარჯვენა ხელის მტევანი მაწუხებს. ვცდილობ, პრობლემა კონტროლირებადი იყოს. ერთ დღეში ორი მატჩი ჩავატარე, რამაც გავლენა იქონია თამაშზე. ბოლო მატჩში ვერ ვახერხებდი სწრაფად და ზუსტად ჩაწოდებას“, – მოჰყავს ჯოკოვიჩის სიტყვები სააგენტო „როიტერს“.

ლეივერის თასის მეორე დღეს ჯოკოვიჩმა ერთეულებისა და წყვილების მატჩი მოიგო, მაგრამ მესამე დღეს ორ სეტში დამარცხდა კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმთან.

სერბი ჩოგბურთელის სიტყვებით, ის აპირებს წლის შემაჯამებელი ტურნირის საგზურის მოპოვებას. ამისთვის მას დაგეგმილი აქვს თელავივის, ასტანასა ად პარიზის ტურნირებში თამაში.